გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ წლის განმავლობაში თერმული ნისლით დამუშავებულია 213 ათას 750 ჰექტარი ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლა 107 ათას 601 ჰექტარი ფართობი, განთავსდა 7019 ერთეული ფერომონიანი დამჭერი და 153 ათას 584 ერთეული „მოიზიდე და გაანადგურე“ ფერომონი.
მიმდინარე წლის ანგარიში და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ წარადგინა.