„სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება” - კონფერენცია

02 ოქტომბერი 2024, 09:59 231 ნახვა

„სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება” - კონფერენცია ამ თემაზე ბუდაპეშტში გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მინისტერიალის პანელურ დისკუსიაში, საქართველოსთან ერთად, უნგრეთის, ჩეხეთის და კვიპროსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველომ მიიღო კანონი „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ და გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, სადაც კანონის მიღებით საფუძველი ჩაეყარა თვისობრივად ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი