პრეზიდენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა

02 ოქტომბერი 2024, 11:42 100 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა.

კანონპროექტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს, რაც ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.

ასეთ შემთხვევაში, საპარლამენტო განხილვები საჭირო აღარ არის და პაკეტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც შალვა პაპუაშვილს 5-დღიანი ვადა აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში