ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის ბიუჯეტი 115.2 %-ით შეასრულა

02 ოქტომბერი 2024, 10:23 234 ნახვა
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით, ანუ 339.9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 მილიარდ 579.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 339.9 მლნ ლარით მეტია.

"სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2024 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 558.4 მილიონი ლარი (გეგმის 121%), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 584.8 მილიონი ლარი (გეგმის 105%), შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 393.5 მილიონი ლარი (გეგმის 110%), შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 35.9 მილიონი ლარი (გეგმის 126 %)“, - აღნიშნულია უწყების მიერ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი