რუსებმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და ერთ-ერთ ბაზარს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალურ პროკურატურასა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსები ქალაქს დილის 9 საათზე დაესხნენ თავს. ეს კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მტრის სისასტიკისა და სისაძაგლისა“, – აღნიშნა ალექსანდრ პროკუდინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დაშავებულიდან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.