ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის სასამართლო პროცესი

30 სექტემბერი 2024, 14:01 223 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის მარიამ იაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვა ჩატარდა.

სხდომაზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტებთან ერთად ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა, რომელიც აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა მისცეს ჩვენებები, შემდეგი სხდომა კი 4 ნოემბერს გაიმართება. დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, უჩა აბაშიძე კი დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი