15 ეკომიგრანტი ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება

10 აპრილი 2017, 00:00 3134 ნახვა

ურეხის სოციალურ სახლის საბინაო ფონდით  15 ოჯახი დაკმაყოფილდება. ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება  დაიწყო. შესაბამის დოკუმენტაციას სპეციალური კომისია 1 მაისიდან განიხილავს,  23-ბინიანი კორპუსის მშენებლობა კი 2 თვეში დასრულდება. 

დარჩენილი 8 ბინა განცხადებების განხილვის შემდეგ გადანაწილდება.

ეკომიგრანტებმა ბინები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, 50-ბინიან სოციალურ სახლში მიიღეს. განცხადებების სიმრავლის გამო,   15 ოჯახი უბინაოდ დარჩა. მათ საცხოვრებელი ფართი ურეხში გადაეცემათ.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი