კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ პარტიული სია წარადგინა

29 სექტემბერი 2024, 11:59 292 ნახვა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერია “ლელოს“ ოფისის ხელმძღვანელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გენო თებიძე, სამეულშია ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია და  მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს  გამარჯვებული როლანდ შავაძე. მამუკა ხაზარაძემ ბათუმში 26 წევრიანი სია წარადგინა. მამუკა ხაზარაძემ კოალიციის მიზნებზე ისაუბრა, თქვა რომ მათი მთავარი მიზანია ხელისუფლების დამარცხება და სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი