მსოფლიო ტურიზმის დღე ბათუმში

28 სექტემბერი 2024, 17:50 245 ნახვა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს. ამ დღეს საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა პირველად აღნიშნავს, ბათუმში უკვე დაიწყო კონცერტი, რომელში ადგილობრივ ბენდებთან და ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ერთად იქნება სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი ერისიონი. ევროპის მოედანზე მოწყობილია სპეციალური კვების ზონები სადაც შესაძლებელია საქართველოსთვის დამახასიათებელი ავთენტური კერძების დაგემოვნება.

იქნება მასტერკლასები. აღანიშნავია, რომ ამ დღესტან დაკავშირებიტ საქართველოში იმყოფება 300-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი და მედია ორგანიზაცია 40 ქვეყნიდან.  ის, რომ ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნებოდა ამას,  გასულ წელს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის 38-მა წევრმა დაუჭირა ხმა. შეთანხმდნენ სლოგანზეც ტურიზმი და მშვიდობა. ეს დღე 1979 წლიდან ყოველ 27 სექტემბერს  აღინიშნება

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი