ბათუმის თოჯინების მეორე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს , საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი ესპანურმა დასმა მიიღო. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები 7 ნომინაციაში. გამარჯვებული სპექტაკლი 5 წევრიანმა ჟიურიმ შეარჩია. ფესტივალში 6 ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობდა ჩვენებები 5 დღის განმავლობაში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში 14 სპექტაკლი დაიდგა, აქედან 4 არასაკონკურსო. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში , სპექტაკლების ჩვენების პარალელურად ღია ცის ქვეშ სემინარები და წარმოდგენები გაიმართა.