ბათუმში კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

27 სექტემბერი 2024, 22:14 385 ნახვა

ბათუმში კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში  კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება მანქანის გაჩერების გამო დაიწყო.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროი გაგვიცხადეს, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. ის ამჟამად წინასწარი გამოძიების იზოლიატორშია მოთავსებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში