სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.