შალვა პაპუაშვილის განცხადება

24 სექტემბერი 2024, 18:05 177 ნახვა

დღეს "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით.

აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას, წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე.

პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე და უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად.

შალვა პაპუაშვილი უცხოელ პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი