ზელენსკი პენსილვანიის შტატში სამხედრო ქარხანას ეწვია

23 სექტემბერი 2024, 08:55 187 ნახვა

პენსილვანიის გუბერნატორმა უკრაინის პრეზიდენტს ქალაქ  სკრანტონის საბრძოლო მასალის ქარხანაში უმასპინძლა. მხარეებმა  პენსილვანიასა და უკრაინის ზაპორიჟიეს  რეგიონს შორის დამეგობრების შეთანხმება გააფორმეს.

ზელენსკი შეერთებულ შტატებში კვირას ჩავიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე დასასწრებად და მოუწოდა თავის პარტნიორებს დაეხმარონ სამართლიანი მშვიდობისთვის საერთო გამარჯვების მიღწევაში. ის მოულოდნელად გაემგზავრა პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში, სკრანტონში, სადაც საბრძოლო მასალის ქარხანას ეწვია რომელიც, მისი თქმით, აძლიერებს 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას უკრაინის დასახმარებლად. ქარხნის დათვალიერების დროს ზელენსკიმ და შაპირომ ავტოგრაფები დატოვეს ჰაუბიცის ჭურვებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი