უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 162 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

23 სექტემბერი 2024, 10:03 132 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 162 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.

დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დარტყმები, სავარაუდოდ, „ტორნადოს“ ტიპის რეაქტიული სისტემით განახორციელეს. აფეთქების ეპიცენტრში დასახლებული უბანი მოხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი