Politico-ს სტატია საქართველოზე

20 სექტემბერი 2024, 11:02 212 ნახვა

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს.“ - ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო  წერს. ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფა.

ევროკომისიის სპიკერმა გამოცემასთან განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება  შენგენის სივრცის შიდა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი მოვლენების შემთხვევაში მოხდება, ისევე როგორც საქართველოში შემდგომი დემოკრატიული ვარდნის შემთხვევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში