აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

19 სექტემბერი 2024, 17:59 154 ნახვა

აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა.

კონკურსში სულ  15 000 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

გამარჯვებულებს დიპლომები, ლეპტოპები, პლანშეტები და სმარტ საათები გადაეცათ.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით აჭარის განათლების სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში.

სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი