მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები დღეს განახლდება

19 სექტემბერი 2024, 14:05 213 ნახვა

ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებების სერია დღეს განახლდება. შეხვედრა  ისევ  ორბელიანების სასახლეშია ჩანიშნული. შეხვედრის მეორე დღე გუშინ  რამდენიმე საათს გაგრძელდა,  თუმცა ორივე  მხარე აცხადებს, რომ დარჩა საკითხები, რომლებზეც შეთანხმება ისევ მისაღწევია.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პრინციპები დაახლოეს, თუმცა გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ ღიაა. ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნიჭო დრამატურგიას უწოდებს ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია.

დეპუტატს მიაჩნია, რომ პრეზიდენტსა და  პოლიტიკოსებს შორის გამართული შეხვედრები გათამაშებული პროცესია და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში