რობინ დანიგანის შეფასება

18 სექტემბერი 2024, 18:25 225 ნახვა

ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, ამ მიზანს არ ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში