4 წლიანი პატიმრობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულს

16 სექტემბერი 2024, 13:34 206 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება შანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი დაკავებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას შუამდგომლობდა. 

გიორგი შანიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით წაუყენეს, მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის  მუხლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი