შანხაის ტაიფუნმა „ბებინკა“-მ გადაუარა

16 სექტემბერი 2024, 09:01 185 ნახვა

შანხაის 1-ლი კატეგორიის ქარიშხალმა „ბებინკამ“ გადაურა, რაც ყველაზე მძლავრი ტროპიკული ციკლონია.  მსგავსი სიმძლავრის სტიქია ქალაქს  ბოლო 70 წლის განმავლობაში არ ახსოვს.  25 მილიონიან ქალაქში  ძლიერი ქარიშხალი, რომლის სიჩქარე საათში 151 კილომეტრს აღწევდა, ადგილობრივი დროით ამ დილით 7:30 წუთზე  ამოვარდა.

ეს ყველაზე ძლიერი შტორმია შანხაიში 1949 წლის ტაიფუნ გლორიას შემდეგ. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი  სტიქიის შედეგად დაზარალებული ქალაქის კადრებს ავრცელებს, დაგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.  ქალაქში  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

სტიქიის გამო ქალაქის ორი აეროპორტიდან ასობით ფრენა გაუქმდა, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში