ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე, მის გარეთ,  ათწლეულების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით - პაველ ჰერჩინსკი

15 სექტემბერი 2024, 10:29 283 ნახვა

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას, როგორც თავის საზღვრებში, ასევე, ამ საზღვრებს გარეთ.

დიპლომატი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების გზაზე მხარში უდგას.

„დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

 

დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

 

ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

 

წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

 

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ.

 

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით.

 

ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული.

 

საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ!“ –  აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში