„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები შიდა ქართლში გაგრძელდება. ინფორმაციას პარტიის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს ქალაქ გორში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.