საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს.

13 სექტემბერი 2024, 21:37 305 ნახვა

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა „ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500 - 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა.

შპს „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს „ელთ ბილდინგისთვის“. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ქ. ბათუმში და გაფორმდებოდა „ელთ ბილდინგის“ სახელზე, „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“ იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს „ელთ ბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა

ვრცლად : https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-prokuraturis-gancxadeba-braldebul-giorgi-chikvaiZis-satelevizio-interviusTan-dakavshireb

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი