ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ ატარებს - პრემიერი

13 სექტემბერი 2024, 17:57 242 ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების ლიდერების საზღვარგარეთ ვიზიტები პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველი პარტია ამბობს, რომ ოპონენტებს ქართველი ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ.

ამის დასტურად ქართულ ოცნებას ზურა გირჩი ჯაფარიძის ამერიკაში ვიზიტი მოჰყავს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკაში დღეს დილით გაემგზავრა. ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ უცხოეთიდან იღებენ ოპონენტები დირექტივებს.

ამავე კონტექსტში აფასებენ მმართველ პარტიაში ამერიკელი სენატორებისა და სენატის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში