აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

13 სექტემბერი 2024, 14:11 247 ნახვა
 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა - ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარადგინა.

"2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები - სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავისი შინაარსით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს და ბუნებრივ რესურსების დაცვაზე და ტყის მდგრად მართვაზეა ორიენტირებული.

სამინისტრო 2025 წელს 17 პროგრამას განახორციელებს, რომელიც 13 ქვეპროგრამას მოიცავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით - 8 521 977 ლარით გაიზრდება და 40 536 555 ლარით განისაზღვრება.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი