შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 

12 სექტემბერი 2024, 20:00 182 ნახვა

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა პიანისტების საკონკურსო მოსმენა დაიწყო, ფონდ "ლირას" პრემიას ხელოვანები ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიიღებენ, კონკურსანტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ და მათ პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს, 10-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლენილი საუკეთესო პიანისტი პრემიის სახით 3000 ლარს მიიღებს,ხოლო 16-დან 26 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებული 5000ლარით დაჯილდოვდება,კონკურსი დღეს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდება

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში