პრემიერ-მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500-მდე საქონელია.
ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით. ფერმას აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება.