ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე - იუსტიციის მინისტრის გამოხმაურება

11 სექტემბერი 2024, 14:15 251 ნახვა

ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებული დავით კეზერაშვილის ევროპაში  თავისუფალი გადაადგილება  გააკრიტიკა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძე  აცხადებს, რომ  კეზერაშვილი საქართველოში  რადიკალიზმის განვითარებას უწყობს  ხელს და მისი თავისუფალი გადაადგილება  კითხვის ნიშნებს  აჩენს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ  კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე  გადარიცხა  თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა, უკვე დაკავებულმა  ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან თაღლითურად მითვისებული მილიონ დოლარზე მეტი თანხა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში