ბათუმი ძიუდოში „შავი ზღვის თასს“ უმასპინძლებს

11 სექტემბერი 2024, 13:51 266 ნახვა

12-13 სექტემბერს ბათუმის სპორტის სასახლე ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს, „შავი ზღვის თასს“ უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში, რომელიც 2007 და 2008 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ტარდება,  საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებენ ძიუდოისტები უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და კვიპროსიდან. ასპარეზობა 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 14:30 საათზე გაიმართება.

საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ ძიუდოში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი