შეხვედრა აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან

10 სექტემბერი 2024, 17:58 201 ნახვა

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს, წელს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს.

თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბათუმში გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს.

ირაკლი ჩიქოვანმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა,  წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი