ქართული ოცნების" პრეს სამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები "ქართული ოცნების" პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და გვარამია/მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
"ყურადღებით დავაკვირდებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ქართული ოცნების სააგიტაციო მასალის განადგურებას პარტია "ახალის" წევრები აორგანიზებენ და ახორციელებენ. მოვითხოვთ, რომ მკაცრი რეაგირება ჰქონდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებიან" - აცხადებენ მმართველ პარტიაში.