2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა, რაც მეორე კვარტლების მონაცემებს შორის 2008 წლის შემდეგ რეკორდულია - ეკონომიკის სამინისტრო

09 სექტემბერი 2024, 14:09 221 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით (53.4 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 574.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე კვარტლების მონაცემებს შორის 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

სამინისტროს ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (46.4% - 266.7 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა. ინვესტიციების მოცულობით შემდეგია იაპონია (10.3% – 59.2 მლნ. აშშ დოლარი), მალტა (6.6% - 37.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (4.1% – 23.7 მლნ. აშშ დოლარი).

"2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო; უძრავი ქონების; დამამუშავებელი მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში. საფინანსო და სადაზღვევო სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.4 მლნ. აშშ დოლარით - 38.5%-ით მეტია 2023 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე.

2024 წლის ორ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, სადაც ინვესტიციამ 255.6 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციის 33.3% შეადგინა. შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი 107.3 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 14.0%-ით, ვაჭრობის სექტორი 94.1 მლნ. აშშ დოლარით, 12.2%-ით და მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 83.4 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 10.9%-ით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი