“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია ხულოში

08 სექტემბერი 2024, 10:58 338 ნახვა

„ქართული ოცნების”  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  ქედის, შუახევისა და ხულოს  მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე წარუდგინა.

ასევე,  წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატი -  მამუკა თურმანიძე, შუახევის დელეგატი - ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოს დელეგატი - ვახტანგ ბერიძე.  

მაღალმთიან აჭარაში გამართულ შეხვედრებს  ,,ქართული ოცნების” დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი