„უხილავი ფერები - ქართული ხის მეჩეთები“ - ფილმის ჩვენება ბათუმში

05 სექტემბერი 2024, 16:01 447 ნახვა

„უხილავი ფერები - ქართული ხის მეჩეთები“  - ფილმის ჩვენება მოეწყო ბათუმში. ფილმში ასახული იყო  საქართველოში არსებულ მეჩეთები და მათი მდგომარეობა. ჩვენება  თავისუფლების მეჩეთში მოეწყო.

იმ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმი თემის ნაწილი  ახალი ჯამეს მშენებლობას ითხოვს. სწორედ ეს იყო ფილმის ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა. „ისლამი და ქართველი მუსლიმები საქართველოში“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, როგორც  მუსლიმი თემის წარმომადგენლები, ისე პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების  საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

მისი შეფასებით, ქართველი მუსლიმი თემი არაერთი გამოწვევის  წინაშე დგას.  მათ შორის, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი.  ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორის თავისი მდიდარი კულტურით გამოირჩევა და ეს არის ორი დიდი ცივილიზაციის ქრისტიანობისა და ისლამის მატარებელი ერი.  ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში  სოციალური თანასწორობის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი