თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

05 სექტემბერი 2024, 12:34 327 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, რომელიც რამოდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24344,98 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი