პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა

01 სექტემბერი 2024, 21:04 382 ნახვა

საქართველო პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.


ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის ინფორმაციით, პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს, მხოლოდ, სინგაპური უსწრებს.

სტატიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ სინგაპური პარაოლიმპიურ ჩემპიონებს 380 000 აშშ დოლარს გადასცემს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია კი, მილიონი ლარია.

საპრიზო თანხის მოცულობით მესამე ადგილზე ისრაელია - 273 000 აშშ დოლარით, ხოლო, მომდევნო ადგილებს მალაიზია და ჰონკონგი ინაწილებენ. 

პარიზი პარაოლიმპიურ თამაშებს 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მასპინძლობს. პარაოლიმპიადაზე 14 ქართველი სპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი