სხდომა უსკო-ში

01 სექტემბერი 2024, 18:00 411 ნახვა

2 თვე უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე  -  უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადი 14-მა პარტიამ შეიტანა, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა 6 სექტემბერს დასრულდება. უსკოში დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იმ ნომრებით იქნება წარმოდგენილი, რასაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ. 

სხდომაზე იმსჯელეს საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა შრომის ანაზღაურების გაცემის და ოდენობის შესახებაც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში