ირაკლი კობახიძემ ტყიბულში „საქნახშირის“ საწარმოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

31 აგვისტო 2024, 15:54 272 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტყიბულში „საქნახშირის“ საწარმოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი კობახიძემ მეშახტეებს ქალაქისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საწარმოში არსებულ შრომის პირობებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საწარმოში შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას.


საწარმოში ამჟამად 1300-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

ირაკლი კობახიძე საქნახშირის საწარმოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

მთავრობის მეთაურმა დღესვე ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი