აზერბაიჯანში დუმილის დღეა - 1 სექტემბერს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

31 აგვისტო 2024, 13:23 289 ნახვა

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე, ერთი დღით ადრე, დუმილის დღე გამოცხადდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, ამ დღეს იკრძალება ყველანაირი წინასაარჩევნო აგიტაცია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ბლოკის, თუ დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 1 სექტემბერს გაიმართება. 125 ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძოლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი