უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება - იენს სტოლტენბერგი

31 აგვისტო 2024, 10:03 326 ნახვა

უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილს წარმოადგენს, - ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის გეგმების შესახებ.

ნატო-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკრაინა კურსკის ოპერაციის გამო საფრთხის წინაშეა, თუმცა, მისი თქმით, კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს სამხედრო მოქმედებები.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას რუსეთის შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. როგორც ყველა სამხედრო ოპერაცია, ესეც რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცვას თავი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი