ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

30 აგვისტო 2024, 13:14 8942 ნახვა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფრომაციით, დედა-შვილი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა.

თვითლმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. დაშავებული მოზარდი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მოზარდი ამ ეტაპზე კონტაქტურია.

რაც შეეხება ბავშვის დედას,მიყენებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი