საომარი მოქმედებები უკრაინაში

30 აგვისტო 2024, 11:50 108 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, პოკროვსკის მიმართულებით მტერი ყველაფერს იყენებს, რათა თავდასხმის შედეგად უკრაინული ჯარების თავდაცვის ხაზი გაარღვიოს.

ალექსანდრ სირსკის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში პოკროვსკის მიმართულება ყველაზე რთული წერტილია. რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმები კვლავ გრძელდება. მორიგი თავდასხმის მოგერიებისას ეფ-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და მფრინავი დაიღუპა, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ სამიზნესთან მიახლოებისასა ერთ-ერთ მფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვა უნდა მოიხსნას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში