საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა გააკეთოს პატრიოტული საქმე და შეაჩეროს სადავო კანონის მოქმედება - ასეთია ოპოზიციური პარტიების ნაწილის განწყობა. მათი განცხადებით, პლენუმის გადაწყვეტილება მოსამართლეთა პროფესიული სინდისის მაჩვენებელი გახდება.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.
გივი მიქანაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ ვერც ერთი განხილვის დროს ვერ დაასაბუთა კანონის უარყოფითი მხარე.