რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას დრონებით და რაკეტებით დაესხნენ თავს - უკრაინული მედია

29 აგვისტო 2024, 10:09 338 ნახვა

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას დრონებით და რაკეტებით დაესხნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო განგაში ქვეყნის 15 ოლქში გამოცხადდა.

ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა კიევის დნეპროვსკის, გოლოსევსკისა და დესნიანსკის რაიონების საცხოვრებელ ზონებში. გოლოსევსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი