პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი

27 აგვისტო 2024, 15:07 304 ნახვა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ ბიუროში  ბრიფინგი გაიმართა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ - დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ.

 ანტიკორუფციულ ბიუროში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პარტიების  საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

რაჟდენ კუპრაშვილის შეფასებით, დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-სა და IRI-ს, გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში