საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

26 აგვისტო 2024, 14:37 92 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში