ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და განვაგრძოთ მარტივი წესის დაცვა: ვინც გვატკენს, ჩვენ მათ ვატკენთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურად მუშაობენ საფრთხეების აღკვეთაზე.
დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.