„მომავალი ბათუმშია, ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ - Forbes ბათუმზე წერს

20 აგვისტო 2024, 17:31 1244 ნახვა
 

მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება, - ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული გამოცემა "Forbes" აქვეყნებს.

„შავ ზღვაზე კოხტად განთავსებული ბათუმი, რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქალაქი, რომელიც ახლახან აღიარებული იქნა, როგორც "ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი ევროპაში" ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ინფრასტრუქტურის დინამიკური განვითარების, მიმზიდველი პირობებისა და მზარდი ტურისტული პოპულარობის წყალობით, ბათუმი რეგიონის ბიზნეს რუკაზე საკვანძო ადგილი ხდება“, - ნათქვამია Forbes-ის პოლონური გამოცემის სტატიაში.

სტატიაში, გარდა ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისებისა, საუბარია ტურისტული ინფრასტრუქტურის, უძრავი ქონების მზარდ დინამიკასა და მეგობრულ საინვესტიციო გარემოზე.

„ინვესტორების ინტერესი გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროპული გეზის მქონე ქვეყანას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. გარდა ამისა, ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა საგადასახადო შეღავათებისა და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების შესაძლებლობას იძლევა, რაც იზიდავს მეწარმეებს სხვადასხვა დარგიდან.

აჭარაში ტურიზმი მხოლოდ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით არ შემოიფარგლება. რეგიონს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. ამის შესანიშნავი მაგალითია აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და ეროვნული პარკებით - რომელთაგანაც სამს ახლახან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მანქანით 30 წუთის გზაზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ თვალწარმტაცი ბუნებით გარშემორტყმული და აღმოაჩინოთ 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან კანიონინგი“, - წერია სტატიაში.

წელს, ბათუმის შესახებ სტატიები ასევე, გამოქვეყნდა იაპონური Forbes-ს, საერთაშორისო კომპანია DEUTSCHE WELLE- ს, WANDERLUST-ის და ცნობილი სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის გვერდებზე.

აღნიშნული შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი