ქართული ოცნების მიერ დასახელებული აჭარის დელეგატები გააკრიტიკეს ოპოზიციაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ანზორ ბოლქვაძე და გია ჭყონია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხალხისთვის სასარგებლო საქმეებს არ გააკეთებენ, რადგან მათი ინტერესი, ბონდო თედორაძის თქმით, საკუთარი ქონებისა და ბიზნესების დაცვაა, ოპოზიციონერები ირწმუნებიან,რომ ორივე დელეგატმა ქონება სახელმწიფოს ხარჯზე დააგროვა და უმეტესწილად სწორედ მათი კომპანიები მუშაობენ სახელმწიფო ტენდერებზე .
ოპოზიციას ანზორ ბოლქვაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპონენტების მხრიდან არაერთ უსაფუძვლო ბრალდებას ხალხის მხარდაჭერით , 26 ოქტომბერს უპასუხებს .